მთავარი / სიახლეები / “იუვე” მარჯვენა მცველს ეძებს – ველტმანი ფავორიტია

“იუვე” მარჯვენა მცველს ეძებს – ველტმანი ფავორიტია

ტურინის „იუვენტუსი“ მარჯვენა მცველის კასტინგს აგრძელებს.დანილოსა და მატია დე შილიოს ტრავმიანობის ფონზე მაურიციო სარის დაცვაში ხუან კუადრადოს დახევა მოუწია. კოლუმბიელმა ახალ როლს ალღო კარგად აუღო, მაგრამ ტურინში კარგად იციან, რომ ეს არჩევანი არც აწმყოსთვის და არც მომავლისთვის საბოლოო ვერ იქნება.

აქედან გამომდინარე მარჯვენა მცველის ყიდვის საკითხი გუნდში რეალურად დადგა. Tuttosport-ის ცნობით, “იუვემ“ თვალი ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელ ჟოელ ველტმანს დაადგა, რომელსაც ჰოლანდიელებთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

27 წლის ფეხბურთელის გარდა, „იუვენტუსს“ უკავშრებენ ტომას მუნიეს, რომელსაც ზაფხულში პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება და შესაძლოა ტურინში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

ამ ორი მოთამაშის გარდა, გაიჟღერა ატალის („ნიცა“), დუმფრისისა (პსვ) და ჰაკიმის („დორტმუნდი“) გვარებმაც.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …