მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” შჩესნის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

“იუვენტუსი” შჩესნის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ ვოიცეხ შჩესნისთვის ახალ კონტრაქტს აზადებს. იტალიური მედიის ცნობით, „ბებერი სინიორას“ ხელმძღვანელობა პოლონელის გარჯით კმაყოფილია და მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს.

შჩესნის მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და სეზონში 3.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუმცა, ტურინელები ფეხბურთელს 2024 წლამდე ხელშეკრულების გახანგრძლივებას გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ შჩესნი „იუვენტუსში“ 2017 წელს „რომადან“ გადავიდა და 2018 წლიდან გუნდის ძირითადი მეკარეა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …