ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მერიჰ დემირალი ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.
თურქი ფეხბურთელი ერთადერთია „იუვენტუსის“ მოთამაშეებიდან, რომელსაც მიმდინარეში თვეში ეს პატივი ხვდა წილად.
დემირალმა თურქეთის ნაკრებში ალბანეთთან და საფრანგეთთან ითამაშა და განსაკუთრებით, ფრანგებთან შესანიშნავად გამოიყურებოდა.
შეგახსენებთ, რომ მერიჰ დემირალი „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდა და დღემდე ერთადერთი თამაში ჩაატარა („ვერონასთან“).
Lewandowski, Kane & Lukaku leading the line 🔥🔥🔥#EURO2020 | @FedExEurope pic.twitter.com/q44m6JSnlY
— UEFA EURO 2020 (@UEFAEURO) October 16, 2019