ტურინის „იუვენტუსი“ ლაზარეთი ნელ-ნელა იცლება. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა დაუბრკოლებლად მიიღო ბრაზილიელმა მცველმა დანილომ, რომელიც „ბოლონიასთან“ მატჩისთვის მზად იქნება.
დანილოს გარდა, გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა მატია პერინიც, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი არ ყოფილა.
ინდივიდუალურად ივარჯიშა დუგლას კოშტამ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი ახლოვდება.
რაც შეეხება აარონ რემზის, დღეისთვის ბოლომდე მზად არაა, მაგრამ უელსელის ირგვლივ ოპტიმისტური ცნობები ვერცელდება, რომ „ბოლონიასთან“ 19 ოქტომბერს გასამართ მატჩისთვის მზად იქნება.