ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს.
იტალიური მედიის ცნობით, ზაფხულის შემდეგ, როდესაც კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას ცდილობდა, სიტუაცია შეიცვალა და ახლა მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან.
საუბარია ხელშეკრულების 2024 წლამდე გაგრძელებაზე, მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს იწურება.
მიმდინარე სეზონში დიბალამ 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არგენტინელი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ძალიან ახლოს იყო.