ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 34-ე ტურში სტუმრად „უდინეზე“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა, მაგრამ ბეწვის ხიდზე გაიარა.
ანდრეა პირლოს გუნდი ისევ ძალიან უფერული იყო და 73 წუთი აგებდა. მე-10 წუთზე ანგარიში მოლინამ გახსნა და დიდი ხანი ტურინული გრანდი მდევრის როლში იყო. მატჩის გმირი კრიშტიანუ რონალდუ გახდა,რომელმაც დუბლი შეასრულა. პორტუგალიელმა 83-ე წუთზე მისივე მოპოვებული პენალტით გაათანაბრა, ხოლო 7 წუთში თავური დარტყმით დუბლი შეასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
„იუვენტუსმა“ 69 ქულა დააგროვა და მეორე-მეოთხე ადგილებს „მილანთან“ და „ატალანტასთან“ ერთად იყოფს, ხოლო მომდევნო ტურში 9 მაისს სწორედ „მილანს“ უმასპინძლებს და ეს თამაში ალბათ გადამწყვეტი იქნება.
„უდინეზე“ – „იუვენტუსი“ 1:2 (1:0)
უდინე, „დაჩია არენა“
„უდინეზე“ (3-5-1-1): სკუფეტი; ბეკაო, ბონიფაცი (სამირი 84), ნიუტნიკი (ოუვეა 90); მოლინა, დე პაული, უოლასი, არსლანი 9ფორესტიერი 72), ლარსენი; პერეირა, ოკაკა ჩუკა
მწვრთნელი: ლუკა გოტი
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; კუადრადო (კორეია 85), ბენტანკური, მაკკენი (რაბიო 84), ბერნარდესკი (კულუშევსკი 59); დიბალა (მორატა 66), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 1:0 მოლინა (10), 1:1 რონალდუ (83, პენ), 1:2 რონალდუ (90)
გაფრთხილება: არსლანი (44), პერეირა (55), დე პაული (83)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 13 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: დანიელე ჩიფი