ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „უდინეზესთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდს ბრძოლის სურვილი ყოველთვის აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე ნებიმისმიერ ფასად უნდა გავიდნენ.
„თამაში ძალისხმევით და სიამაყით მოვიგეთ. მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო სხვა შედეგების გათვალისწინებით. ჩვენ ცხოვრება გაშვებული გოლით გავირთულეთ, მაგრამ გამარჯვების სურვილი ბოლომდე არსებობდა. მენტალურად არის პრობლემა, როდესაც ყოველთვის სკუდეტოსთვის ბრძოლას ხარ შეჩვეული და აღმოჩნდება, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გიწევს ბრძოლა, რაღაც იცვლება, მიზანი იცვლება. ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერ ფასად უნდა გავიდეთ.
„ინტერს“ ვულოცავ ჩემპიონობობას და ანტონიო კონტეს, მათ შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს და დამსახურებულად იმარჯვეს. ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ციკლი დასრულდა, მაგრამ კიდევ ერთი დაიწყება სკუდეტოსთვის ბრძოლის სურვილით.
რონალდუს გოლის მთელ გუნდის ზეიმი? გუნდურობა არსებობს, თანაც ძლიერია, არსებობს ბრძოლის სურვილი და მიზნის მიღწევის სურვილი. ჩვენ გვაკლდა მენტალიტეტი და „იუვესთვის“ შეუფერებელი დამოკიდებულება გვქონდა, მაგრამ გუნდმა იცის რა სურს. ასეთი ზეიმი მნიშვნელოვანია, ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს და ამ სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ. ეს არის ის ემოციები, რომელსაც ფეხბურთი იძლევა, გარედან ცხოვრება განსხვავებულია, მაგრამ ასე იმარჯვებ, ადრენალინი მოაქვს ბრძოლის გასაგრძელებლად“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 69 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს „მილანთან“ და „ატალანტასთან“ ერთად იყოფს, მომდევნო მატჩს კი 9 მაისს, ტურინში, „მილანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.