ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 34-ე ტურში „უდინეზეს“ სტუმრად დაუპირისპირდება. ამ მატჩში ისევ ვერ ითამაშებს ფედერიკო კიეზა, რომელმაც ვარჯიში დაიწყო, მაგრამ როგორც ჩანს, თამაშისთვის მზად არ არის და განაცხადში ვერ მოხვდა. „იუვეს“ განაცხადი „უდინეზესთან“ მატჩისთვის ასეთია:
მეკარეები: შჩესნი, ბუფონი, პინსოლიო
მცველები: კიელინი, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, კუადრადო, ბონუჩი, დრაგუსინი
ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, რაბიო, ბენტანკური, კულუშევსკი
თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა, დიბალა, ვრიონი, ფელიქს კორეია
შეგახსენებთ, რომ „უდინეზესა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 2 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
I convocati per #UdineseJuve 👇🏻 #ForzaJuve pic.twitter.com/9lYtotVobb
— JuventusFC (@juventusfc) May 1, 2021