ტურინის „იუვენტუსი“ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერზე შეტევას აძლიერებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბის წარმომადგენლები მინო რაიოლას შეხვდნენ და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს.
„მილანი“ მეკარისთვის 8 მილიონ ევროზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს, რაც კონტრაქტის განახლებას ხელს უშლის, ხოლო „იუვენტუსი“ მზადაა მისი სახელფასო მოთხოვნა დააკმაყოფილოს. თუ ტრანსფერი შედგა, ჯიჯო „იუვეში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.
თუმცა, არსებობს დაბრკოლებაც: აუცილებელი წინაპირობაა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, რადგან ეს „იუვენტუსს“ დამატებით ფინანსურ შემოსავალს მოუტანს და ფეხბურთელსაც ამ ტურნირზე თამაში უნდა.
მეორე წინაღობა ვოიცე შჩესნია, რომლის ხელფასი 7 მილიონი ევროა და სათადარიგო როლში ტურინელები არ აპირებენ ამოდენა თანხის გაღებას. პოლონელის შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი, მისთვის ახალი კლუბის პოვნა და გუნდიდან გაშვებაა. ამ ეტაპზე მას პრემიერლიგას უკავშირებენ, თუმცა, კონკურეტული კლუბები არ სახელდება.
დონარუმას „მილანთან“ კონტრაქტი ამოწურვამდე ზუსტად 2 თვე რჩება და ამ პერიოდში ბევრი რამ ცხადი გახდება.