ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა კლუბში დარჩენის სურვილს გამოთქვამს. Tuttosport-ს ცნობით, ფეხბურთელს მიმდინარე დასრულების შემდეგ „იუვედან“ წასვლა არ უნდა.
მნიშვნელობა არ აქვს კონტრაქტს განაახლებს თუ არა, მას უნდა, რომ მინინუმ მომდევნო სეზონი ისევ „იუვეს“ მაისურით გაატაროს და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა ცვლილებები განხორციელდება გუნდში.
თუმცა, ერთია ფეხბურთელის სურვილი და მეორე – კლუბის. თუ პაულო კონტრაქტს არ განააახლებს, რთული წარმოსადგენია, რომ ის „იუვენტუსმა“ არ გაყიდოს, რადგან ეს მისგან ფინანსური მოგების მიღების ბოლო შანსი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 249 მატჩში 99 გოლი აქვს გატანილი. მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.