კრიშტიანუ რონალდუსა და ტურინის „იუვენტუსის“ ურთიერთობა შესაძლოა ვადაზე ადრე დასრულდეს. La Repubblica წერს, რომ პორტუგალიელსა და “იუვეს“ შორის ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში შესაძლოა გაწყდეს.
მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი გამოსვლაა, რის გამოც ორივე მხარე უკმაყოფილოა. დამდეგ ზაფხულს კრიშტიანუს „იუვედან“ წასვლა გამორიცხულია, მაგრამ 2020 წლის ზაფხულში საკითხი ასე აღარ დადგება.
ხსენებული წყარო კი სხვა ხელჩასაჭიდ ინფორმაციას არ ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.