ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი იტალიის თასის ფინალში გავიდა. ნახევაფინალში „ბებერი ქალბატონის“ მეტოქე „მილანი“ იყო, რომელთანაც პირველი მატჩი სტუმრად 2:1 ჰქონდა მოგებული.
საპასუხო შეხვედრაში „იუვემ“ მეტოქე ვერ დაამარცხა, მაგრამ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გამოვიდა და შესაბამისად, ფინალში გავიდა.
ფინალური მატჩი 28 აპრილს, პარმაში, „ენიო ტარდინიზე“ ფლორენციის „ფიორენტინასთან“ შედგება.
„იუვენტუსი“ – „მილანი“ 1:1 (0:0) (ორი მატჩის ჯამში: 3:2)
გოლები: 1:0 გლიონა (59), 1:1 ჯულიანო (82)