სერია A-ს 21-ე ტურში „ლაციოსთან“ გამარჯვების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ და „იუვენტუსმა“ რეკორდები დაამყარეს.
მას შემდეგ, რაც გამარჯვებისთვის სამი ქულა ენიჭებათ გუნდებს, რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სერია A-ში ზედიზედ 8 გასვლით შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა. კრიშტიანუმ „ფროზინონეს“, „უდინეზეს“, „“ემპოლის“, „მილანს“, „ფიორენტინას“, „ტორინოს“, „ატალანატასა“ და „ლაციოს“ გაუტანა. აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუს მთლიანობაში 15 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ფაბიო კვალიარელას ჩამორჩება.
რაც შეეხება „იუვენტუსს“, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ყველა ოფიციალურ მატჩში მინიმუმ ერთი გოლის გატანა მოახერხა. „ლაციოსთან“ თამაში სეზონში 29-ე გამოდგა, რომელიც ალეგრის გუნდს უგოლოდ არ დაუტოვებია. მსგავსი სერია „იუვეს“ ბოლოს 1957-1958 წლების სეზონში ჰქონდა.