ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ლეონარდო ბონუჩის დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. 31 წლის ფეხბურთელს მარჯვენა კოჭის დაზიანება აღენიშნება და როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, უკვე დაიწყო შესაბამისი მკურნალობა.
Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ბონუჩი დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში იუქმებს. შესაბამისად, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მისი თამაშის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა, ამ ეტაპზე ზუსტი პასუხი ჯერ კიდევ უცნობია.
ბონუჩის დაბრუნების ზუსტი თარიღი მკურნალობის პროცესში გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ ლეონარდომ ტრავმა „ლაციოსთან“ შეხვედრის მეათე წუთზე მიიღო, თუმცა მე-40 წუთამდე მოედანზე იყო.