რომის „ლაციოსთან“ შეხვედრაში ლეონარდო ბონუჩი დაშავდა. იტალიელმა მცველმა კოჭის ტრავმა მატჩის მეათე წუთზე მიიღო, თუმცა მოედანზე მე-40 წუთამდე იყო. მერე კი, შეცვლა მოითხოვა.
ამ დრომდე იტალიური მედია და არც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ტრავმის სავარაუდო დიაგნოზზე მაინც, ინფორმაციას არ აქვეყნებს.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ სიტუაცია დამაიმედებელი არაა – ლეომ რომის ოლიმპიური სტადიონი ყავარჯნებით დატოვა. ტრავმის ხარისხი კი, სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად სამი კვირაა დარჩენილი ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩამდე.