ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ლაციოსთან“ (2:1) თამაში შეაფასა. პოლონელი კიპერის განცხადებით, გუნდმა ერთი საათის განმავლობაში ძალიან ცუდად უთამაშა.
„საწყის 60 წუთში ძალიან ცუდად ვმოქმედებდით. თუმცა, ჩვენ ხასიათი გამოვაჩინეთ და კარგი თამაშის გარეშეც მოვახერხეთ გამარჯვება. ჩვენ გვესმოდა, რომ შეგვეძლო ყველაფერი შეგვეცვალა.
ალეგრის კომპლმენტები? ასეთ ჩემპიონებთან ერთად თამაშის დროს ნორმალურია პროგრესი, თანაც უფრო მეტი გამოცდილების ფონზე. ჩვენს ლიდერებს ვუყურებ და კარგი იქნება, ერთს მეც თუ გავხდები ამ გუნდის ლიდერი“, – განაცხადა შჩესნიმ.
„იუვენტუსი“ 21 ტურის შემდეგ „ნაპოლისთან“კომფორტულ, 11-ქულიან უპირატესობას ფლობს.