ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა პასების დროს ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. თუმცა, ბოლო ნახევარ საათში თამაში გამოასწორა.
„ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით პასების დროს, თუმცა ეს ჩემი ბრალია. ემრე ჯანს დაცვის წინ თამაში დავავალე, რისთვის მზად არ იყო. მეორე ტაიმში ბენტანკურს როდესაც შევუწყვილე, კარგი თამაში ჩაატარა. მე-60 წუთამდე ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ, კონტრშეტევების რისკის ქვეშ ვიყავით და იმმობილეს შეეძლო ანგარიში 2:0 გაეხადა. ბოლო ნახევარ საათში უკეთესად ვითამაშეთ, რთულ თამაშში გავიმარჯვეთ, მაგრამ აქ, რომში, „ლაციოსთან“ ადვილი მატჩები არ არსებობს.
ფეხბურთელები, რომლებიც სათადარიგო სკამზე არიან, ჩვენთვის იმაზე მნიშვნელოვანნი არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც ძირითადში არიან. ვინაიდან, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ და თამაშის სურათი შეცვალონ. შჩესნი საუკეთესო იყო? ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ის დიდი მეკარეა და ეს ისედაც ვიცოდით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, „ნაპოლის“ ფრის შემდეგ“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ 21 ტურის თავზე „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ უკვე 11 ქულის სხვაობით უსწრებს.