ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ლაციოსთან“ მატჩი შეაფასა. გამოცდილი ფეხბურთელის განცხადებით, 60 წუთის განმავლობაში სეზონის ყველაზე ცუდი „იუვენტუსი“ იყო მინდორზე.
„60 წუთის განმავლობაში ყველაზე ცუდი „იუვენტუსი“ ვნახეთ. დღეს საღამოს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს როგორ მოხდებოდა. გაშვებული გოლის შემდეგ კარგად ვითამაშეც, ვიპოვეთ უპირველეს ყოვლისა მენტალური და შემდეგ ფიზიკური ძალა.
ამ გუნდის საიდუმლო? ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ თამაშის სცენარის შეცვლა. ყველა რგოლს ეხება. მაგალითად, შჩესნი, რომელმაც არაერთი შესანიშნავი სეივი შეასრულა.
უნდა ვიმუშაოთ შეცდომებზე. ახლა კი იტალიის თასი გველოდება, სადაც შესანიშნავ ფორმაში მყოფი გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ. მანამდე, ამ საღამოთი უნდა დავტკბეთ“, – განაცხადა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტსმა“ „ლაციოსთან“ გამარჯვებით 59 ქულა დააგროვა და „ნაპოლისთან“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.