კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა პორტუგალიელი ფეხბურთელის „იუვენტუსში“ ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რონალდუმ ჯერ კიდევ იანვარში უთხრა, რომ „იუვეში“ გადასვლა უნდოდა.
„კრიშტიანუ იანვარში მითხრა, რომ „იუვეში“ გადასვლა უნდოდა. ეს სიმართლეა. ვუპასუხე, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ არა შეუძლებელი. საბოლოოდ, ყველაფერი გუნდის ხელმძღვანელობის დამსახურებით მოხდა.
პაველ ნედვედსა და ფაბიო პარატიჩის „რეალისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრამდე შევხვდი და ამ ტრანსფერზე ვისაუბრეთ. მოგვიანებით შეხვედრა პრეზიდენტთანაც მქონდა. რამდენ ხანს გრძელდებოდა მოლაპარაკებები? ორი-სამი თვე“, – განაცხადა მენდეშმა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ „იუვენტუსმა“ გასულ ზაფხულს „რეალიდან“ 105 მილიონ ევროდ შეიძინა.