მადრიდის „ატლეტიკოს“ წარმომადგენელმა კლემენტე ვილავერდემ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა. მისი განცხადებით, „იუვენტუსი“ ძალიან ძლიერია, მაგრამ „ატლეტიკოსაც“ გააჩნია ძლიერი მხარეები.
„მოხარულები ვართ, რომ ევროპის საუკეთესო 16 გუნდში კიდევ ერთხელ ვიმყოფებით. ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცოდით, რომ პირველ კალათაში მყოფი გუნდები ძალიან ძლიერები იყვნენ, მაგრამ თუ ფინალში თამაში გვინდა საკუთად მოედანზე, სწორედ საუკეთესოებთან უნდა ვითამაშოთ.
„იუვენტუსი“ იტალიაში დოინირებს და ბოლო წლებში ორი ფინალიც ითამაშა. ურთულესი მატჩები გველოდება, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორ ფორმაში იქნებიან გუნდები თებერვალში. კრიშტიანუ რონალდუს არ გვეშინია. დიდი ფეხბურთელია უდიდეს გუნდში, თუმცა ჩვენც გვაქვს ძლიერი მხარეები“, – განაცხადა ვილავერდემ.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩები 20 თებერვალსა და 12 მარტს გაიმართება.