ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით კომენტარი გააკეთა „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ. იტალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ მის გუნდს არ ეშინია.
„ვისაც აქვს ამბიცია, არ გააჩნია შიში“, – დაწერა ალეგრიმ ტვიტერში.
მასიმილიანოს გარდა, სოციალურ ქსელში სამი ხედირას პოსტსაც ვხედავთ:
„ატლეტიკოს“ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, დიდი გამოწვევაა, მაგრამ შეგვიძლია დამარცხება და ერთი სული გვაქვს ეს გავაკეთოთ“, – დაწერა ხედირამ.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩები 20 თებერვალსა და 12 მარტს გაიმართება.