ტურინის „იუვენტუსი“ ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტნის, მატის დე ლიხტის გადაბირებას ცდილობს. 19 წლის ჰოლანდიელი გუშინ ტურინში იმყოფებოდა, სადაც Tuttosport-ის ვერსიით წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა – Golden Boy.
მასთან ერთად პიემონტის დედაქალაქში იყო მამამისი, ფრანკ დე ლიხტი, რომელმაც შვილის მომავლის შესახებ ისაუბრა.
„იუვეს“ შანსი არის, მაგრამ ეს არაა ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჩემი შვილი აინტერესებს. ახლა კონცენტრირებულნი ვართ „აიაქსზე“, მაგრამ ვნახოთ რა იქნება სეზონის დასრულების შემდეგ.
ტურინი ლამაზი ქალაქია, აქ ივნისშიც ვიყავი იტალია – ჰოლანდიის მატჩზე. მომდევნო თვეებში ჩემი შვილი, რაიოლა და მე, საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა ფრანკ დე ლიხტმა.