მთავარი / სიახლეები / ვანდა ნარა: “ზაფხულში “იუვეს” იკარდის ყიდვა უნდოდა”

ვანდა ნარა: “ზაფხულში “იუვეს” იკარდის ყიდვა უნდოდა”

მილანის „ინტერის“ კაპიტნის, მაურო იკარდის მეუღლე და აგენტი ვანდა ნარა იხსენებს, რომ არგენტინელი „იუვენტუსთან“ ახლოს იყო. ნარას განცხადებით, გასულ ზაფხულს „ბებერი სინიორას“ წარმომადგენლები იკარდის დაუკავშირდნენ.

„ბოლო სატრანსფერო ფანჯრის დრო იკარდი „ინტერიდან“ ცალი ფეხით წასული იყო. „იუვე“ დაგვიკავშირდა და გვითხრეს, რომ რონალდუსთან დუეტისთვის იკარდი უნდოდათ. თუმცა, ჩვენ უარი ვთქვით. საბოლოოდ, რონალდუ მართლაც იყიდეს“, – თქვა ნარამ.

შეგახსენებთ, რომ იკარდის „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერზე საუბარი 2018 წლის ზაფხულში მართლაც იყო. თუმცა, ეს გარიგება არ შედგა და სამხრეთ ამერიკელი ისევ „ინტერის“ ღირსებას იცავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …