მთავარი / სიახლეები / საუბარი გულშემატკივართან – სოსო გაგნიძე

საუბარი გულშემატკივართან – სოსო გაგნიძე

JUVENTUS.GE  აგრძელებს რუბრიკას – „საუბარი გულშემატკივართან“.  ჩვენი რუბრიკის მორიგი  სტუმარი „იუვენტუსის“ ქართული ფანკლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ქომაგი სოსო გაგნიძეა.

როდიდან გულშემატკივრობთ „იუვენტუსს“? 

შორეული 1984 წლიდან, მაშინ 6 წლის ვიყავი და ბიძამ წამიყვანა პანტიანში თასების მფლობელთა თასის ფინალის საყურებლად, სადაც იუვენტუსმა  დაამარცხა   პორტუ 2-1 ამ დღიდან ვარ იუვეს თავგადაკლული ქომაგი და მიმაჩნია, რომ მიუხედავად ბევრი რთული დღეების გადატანისა არჩევანში არ შევმცდარვარ

საუკეთესო ფორმაციის იუვენტუსი, რომელსაც მოსწრებიხართ?

რთული ასარჩევია… მე მომსწრე ვარ ტრაპატონის გაწვრთნილი პლატინის, ბონეკის, კაბრინის,ტარდელის, შირეას იუვენტუსის, რომელთაც პირველებმა მოიგეს მსოფლიოში ყველა იმ დროისთვის არსებული ტიტული, ამავე დროს ლიპის საოცრად დაბალანსებული და აგრესიული იუვენტუსის მომსწრეც ვარ. მათ აგრეთვე ბევრი ტიტული მოიგეს და ულამაზესი ფურცელი ჩაწერეს მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში, დღევანდელი იუვეც ძალიან ძლიერი და დაბალანსებული გუნდია, შეიძლება უფრო პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობს ვიდრე წინამორბედები, თუმცა მე ეს იუვეც ძალიან მომწონს

თამაში, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ?

იუვეს 7 ფინალი მაქვს ნანახი და არცერთი არასდროს არ დამავიწყდება.

მომენტი, რომლის შეცვლა გსურთ…

ნედვედის ყვითელი ბარათი 2003 წელს ნახევარფინალში.

საყვარელი ფეხბურთელი

რობერტო ბაჯო

როგორ ფიქრობთ, ვინ იყო „იუვენტუსის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი?

იუვეს ისტორიაში მაინც დელ პიეროს ვიტყოდი.

საუკეთესო მწვრთნელი…

მარჩელო ლიპი (მან მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო).

იტალიის ჩემპიონატისგან განსხვავებით რა არის ის, რაც „იუვეს“ ზღაპარს კეთილად ვერ ასრულებს. (ჩემპიონთა ლიგა მაქვს მხედველობაში).

არსებობენ გრძელი და მოკლე ტურნირის(ასე ვთქვათ სათასო) გუნდები, იუვე უფრო პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ამიტომაც არის 36 გზის იტალიის ჩემპიონი, მოკლე ტურნირებზე ცოტა იღბალიც არის საჭირო რომელიც სამწუხაროდ ხშირად ჩვენკენ არ არის ხოლმე.

როგორ შეაფასებდით ლეონარდო ბონუჩის საქციელს? ჯერ წასვლას, შემდგომ კი დაბრუნებას?

გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია უდავოდ, თუმცა მე მის გვარსაც კი არ ვახსენებ ხოლმე, მე პირადად ჯერ ვერ ვაპატიე.

ფეხბურთელი, რომელიც იუვეს მაისურით თამაშს არ იმსახურბდა.

ფელიპე მელო, ბენდტნერი, ანელკა,  ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო.

რამდენად სამართლიანად მოექცა „იუვეს“ ხელმძღვანელობა დელ პიეროსა და ჯანლუიჯი ბუფონს?

იუვენტუსის სათავეში ჩვენზე უკეთესად იციან რა და როგორ ქნან, ასე რომ ალბათ არსებობდა საჭიროება ასე რომ მოქცეულიყვნენ.

ფან კლუბი – რას ნიშნავს თქვენთვის ფან-კლუბის წევრობა?

ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ვმეგობრობთ, გვერდში ვუდგევართ ერთმანეთს ჭირში და ლხინში, მე პირადად  ნამდვილად არ მეგონა ამდენ მართლა ძმას და მეგობარს თუ შევიძენდი.

როგორ შეაფასებდით კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს და თვლით, თუ არა, რომ იუვეს ისტორიაში პორტუგალიელი საუკეთესო შენაძენია?

ტრანსფერი უდავოდ წარმატებულია, მაგრამ არათუ საუკეთესო ტრანსფერი ისტორიაში მე პირადად 5 საუკეთესოს შორისაც არ შევიყვან ამ ეტაპზე,თუმცა 2-3 წლის შემდეგ თუ დადგა ის შედეგი რასაც მოველით მერე შეიძლება ამაზე მსჯელობა.

რონალდუს ფაქტორი ლიგაზე…

უდიდესი გამოცდილება, სარეკორდო გამარჯვებები ამ ტურნირზე, ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი… ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია და ვფიქრობ მისი გამოცდილება ძალიან უნდა დაგვეხმაროს ლიგის მოგებაში.

მეტოქე „ატლეტიკო“… რას ფიქრობთ, როგორია შანსები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში?

იუვემ თუ შეძლო თავისი პოტენციალის გამოვლენა მეეჭვება ვინმემ შეაჩეროს, ისე კი ტაქტიკაში ალეგრის ვერავინ სჯობს და ატლეტიკოსთან კი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ტაქტიკური დუელი იქნება შესაბამისად  ვფიქრობ 60-40 იუვეს სასარგებლოდ.

კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი?

ასეთი პერიოდი ორი იყო 1977-86 წლები  1993-99 წლები

ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ შემადგენლობას აკლია?

ტიპიური 10 ნომერი ეგრეთწოდებული ფანტაზისტა (კონკრეტულად მაინც ზიდანს ვიტყოდი).

მიმდინარე სეზონს როგორ შეაფასებდით და რა მოლოდინი გაქვს სეზონის ბოლოს?

ჩემპიონატის ნახევარი არ გასულა და ფაქტობრივად ჩემპიონები ვართ, ლიგაზეც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გავედით 1/8 ფინალში, შესაბამისად ყველა ტურნირზე გამარჯვების მოლოდინი მაქვს.

დაასახელეთ სამი ფეხბურთელი, რომლის ხსენება ნიშნავს „იუვენტუსს“…

სამი გამიჭირდება ხუთს დავასახელებ.

დელპიერო,  ბუფონი, ბონიპერტი, შირეა, პლატინი.

ვის მიერ გატანილ გოლს გამოარჩევდით მიმდინარე სეზონში?

კრიშტიანო რონალდუს გატანილ გოლებს  მანჩესტერის და ემპოლის კარში.

და ბოლოს… იუვეს ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული…

მეკარე: ბუფონი

დაცვა: კაბრინი, შირეა, ჯენტილე, ტურამი

ნახევარდაცვა: კონტე, ნედვედი, ზიდანი, პლატინი

თავდასხმა: დელპიერო, ბაჯო

აქვე მეორე თერთმეტეულს დავწერ თორემ უმადურობა იქნებოდა ჩემი მხრიდან 1.ძოფი 2.ფერარა 3.კიელინი 4.კანავარო 5. დეშამი 6.პირლო 7.ტარდელი 8.კამორანეზი 9.ბეტეგა10.ბონიპერტი 11.ვიალი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …