ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. გერმანელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და დიდი ალბათობით, „რომასთან“ მატჩისთვის მზად იქნება.
ხედირა ბოლოს მოედანზე 11 ნოემბერს, „მილანთან“ შეხვედრაში იყო. საერთო ჯამში კი, გერმანელისთვის სეზონი ცუდად მიმდინარეობს, სამჯერ მიიღო ტრავმა. ამის გამო მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.
„იუვენტუსი“ კი, „რომასთან“ დაპირისპირებისთვის ემზადება, რომელსაც 22 დეკემბერს ეთამაშება.