ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია და მასთან მერვედფინალში თამაში არ სურდა.
„გულახდილი ვიქნები – მერვედფინალში ორ გუნდთან თამაში არ მინდოდა. პირველი „დორტმუნდია“, რომელთანაც ასე ადრე თამაში არ მინდოდა და თუ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, მირჩევია, რაც შეიძლება შორს.
მეორე „იუვენტუსია“ – ჩემთვის ეს გუნდი ტურნირის მთავარი ფავორიტია. ძალიან გამოცდილია და თუ მათი ფეხბურთელების ასაკს შევხედავთ, ეს შესაძლოა ბოლო შანსიც იყოს. განსაკუთრებით მცველებისთვის, რომელთაც არ სურთ ბოლო შანსის ხელიდან გაშვება. ნამდვილად ურთულესი იქნება „იუვენტუსის“ დამარცხება.
დანარჩენ მეტოქეებთან პრობლემა არ მქონია, „ბაიერნი“ შეგვხვდა და ვფიქრობ პოზიტიური წილისყრა იყო“, – აღნიშნა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მერვედფინალში „ატლეტიკოს“, ხოლო კლოპის „ლივერპული“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.