მთავარი / სიახლეები / რუგანის ახალი კონტრაქტი

რუგანის ახალი კონტრაქტი

ტურინის „იუვენტუსი“ დანიელე რუგანის ნდობას უცხადებს და კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ორივე მხარე შეთანხმდა: რუგანი ხელშეკრულებას 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და სეზონში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

„იუვემ“ რუგანის „რომაში“ ან „ჩელსიში“ გასხვისებაზე უკვე თქვა უარი. მიუხედავად იმისა, რომ დანიელე ტურინელთა ძირითად შემდგენლობაში იშვიათად ხვდება, ორივე მხარე მომავალს იმედის თვალით უყურებს.

2019 წლის ზაფხულში „იუვეს“ ანდრეა ბარძალისა და მეჰდი ბენატიას დაემშვიდობება, ხოლო 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვა ტურინელთა გეგმებში არ შედის. მიმდინარე სეზონში რუგანიმ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …