მთავარი / სიახლეები / რონალდუმ ვარჯიში დაიწყო

რონალდუმ ვარჯიში დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ ამსტერდამის „აიაქსთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო. „მილანთან“ შეხვედრის შემდეგ დეს ტურინელებმა აღდგენითი საწვრთნელი პროცესი ჩაატარეს.

კარგი ამბავი გახლავთ ის, რომ გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშა კრიშტიანუ რონალდუმ. იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიელის „აიაქსთან“ დაბრუნების შანსი დღითიდღე მატულობს. ასე, რომ კრიშტიანუ დიდი ალბათობით, მზად იქნება.

გარდა ამისა, ალეგრის განკარგულებაში ბრუნდება დუგლას კოშტა, რომელსაც ორი თვე გაუცდა და ჰოლანდიაში სათამაშოდ მზად იქნება.

რაც შეეხება ემრე ჯანს, რომელმაც „მილანთან“ ტრავმა მიიღო, მისი მდგომარეობა უახლოეს საათებში უნდა შეფასდეს სამედიცინო გამოკვლევის შედეგად.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 10 აპრილს, ჰოლანდიაში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

არკადიუშ მილიკის ტრავმა სერიოზულია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ არკადიუშ მილიკს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ტრავმის სერიოზულად დაადასტურა. პოლონელ ფეხბურთელს ბარძაყი …

დელ პიერო: “ფეხბურთელებმა უღირსი შეცდომები დაუშვეს, ალეგრიც პასუხისმგებელია”

ალესანდრო დელ პიერომ „მონცასთან“ მატჩის შემდეგ „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელებმა უღირსი …