ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ჩეხის განცხადებით, პორტუგალიელს „აიაქსის“ წინააღმდეგ თამაში ძალიან უნდა და მოედანზე დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.
„რონალდუ ყველაფერს აკეთებს დასაბრუნებლად, რადგან ეს მისი ტურნირია. ბედნიერები ვიქნებით, თუ კონდიციების აღდგენას მაოსწრებს, მაგრამ საჩქარო არაფერია. ჩვენ ყველა პოზიტიურად ვართ განწყობილნი, მას ყოველთვის თამაში უნდა. დღესაც უნდოდა ეთამაშა, მაგრამ ჩვენ ეს არ დავუშვით“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „აიაქსს“ ამსტერდამში 10 აპრილს ესტუმრება.