ოთხშაბათს, „იუვენტუსი“ „იოჰან კრუიფ არენაზე“ „აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგის მოეთხედფინალში შეხვდება. „იუვეს“ ამსტერდამში აქამდე 5-ჯერ უთამაშია და ახლა სწორედ ამ მატჩების შესახებ ვისაუბრებთ.
1974-1975. „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 2:1 (უეფას თასის 1/8 ფინალი)
ეს იყო პირველი თამაში ამსტერდამში და საერთოდ, პირველი ორრაუნდიანი დუელი. (იქამდე 1973 წელს გუნდები ჩემპიონთა თასის ფინალში შეხვდნენ). რაც შეეხება ამ დაპირისპირებას, პირველი მატჩი „იუვეს“ ტურინში 1:0 ჰქონდა მოგებული.
ამსტერდამში კი მასპინძელთაგან ბლანკენბურგმა და მიურენმა გაიტანეს, მაგრამ გადამწყვეტი გამოდგა დამიანის გოლი, რომელმაც იმ თამაშში ანგარიში გაათანაბრა და „იუვე“ შემდეგ ეტაპზე სტუმარ გატანილი გოლით გავიდა.
1977-1978. „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 1:1 (ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალი)
ჩემპიონთა თასის პირველი მეოთხედფინალური მატი. შეხვედრა თითქოს უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, თუმცა 90-ე წუთზე ვან დორდმა მასპინძლები დააწინაურა. მალევე, ამგარიში კაუზიომ გაათანაბრა. „იუვე“ შემდეგ ეტაპზე პენალტების სერიაში გამარჯვების შედეგად გავიდა.
1996-1997. „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი)
დიდებული „იუვენტუსი“, როგორც პირველ, ისე საპასუხო მატჩში. „ბიანკონერი“ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გახლდათ (ფინალში სწორედ „აიაქსს“ აჯობა) და ამსტერდამში პირველი ნახევაფინალური დუელი 2:1 მოიგო. გოლები ნიკოლა ამორუზომ და კრისტიან ვიერიმ გაიტანეს. საპასუხო შეხვედრა ტურინში მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
2004-2005. „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 0:1 (ჯგუფური ეტაპი)
შემდეგ იყო ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა, რომელიც „იუვენტუსმა“ პავენ ნედვედის 42-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. მეორე თამაშშიც იგივე ანგარიში დაფიქსირდა ტურინში და ისევ „იუვემ“ იმარჯვა.
2009-2010. „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 1:2 (ევროპა ლიგის, 1/16 ფინალი)
„იუვემ“ ბოლოს ამსტერდამში 2010 წლის თებერვალში ითამაშა და მეტოქე კვლავ დაამარცხა – 2:1. მატჩის გმირი ამაური გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. საპასუხო შეხვედრა ტურინში გოლების გარეშე დასრულდა და შემდეგ ეტაპზე „ბებერი სინიორა“ გავიდა.