„იუვენტუსმა“ სერია A-ს 31-ე ტურში „მილანი“ 2:1 დაამარცხა. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემსა და მიღწევას აღნიშნული მატჩის შემდეგ.
ისევ რეკორდი
84 ქულა 31 ტურის შემდეგ სარეკორდო მაჩვენებელია სერია A-ს ისტორიაში.
13-დან 12
„იუვენტუსმა“ „მილანთან“ ბოლო 13 მატჩიდან 12 მოიგო (1 წაგება).
პაულო გოლი!
პაულო დიბალას „მილანის“ წინააღმდეგ სერია A-ს ეგიდით ტურინში ოთხჯერ უთამაშია და ოთხჯერვე გოლი გაიტანა. ოთხი გოლი და 1 საგოლე პასია მისი შედეგი. პენალტიდან კი გოლი ბოლოს 2018 წლის აპრილში „ბენევენტოსთან“ ჰქონდა გატანილი.
ძლიერი მოიზე
მოიზე კინი მეორე ადგილზეა გოლების რეალიზაციის კუთხით ტომ ჩემპიონატებში (42%) და მხოლოდ ენცო კრიველის ჩამორჩება (43%). სამაგიეროდ, ნათამაშები წუთების მიხედვით საუკეთესო შედეგი აქვს: 1 გოლი ყოველ 47 წუთში.
ჩემპიონთა ლიგის წინ
„იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის წინა მატჩი ბოლო 13 ცდიდან 12-ჯერ მოიგო (1 ფრე).