კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ში ზედიზედ მეცხრე მატჩში გაიტანა (ჯამში 13 გოლი) და დავიდ ტრეზეგეს 2005 წელს მიღწეული შედეგი გაიმეორა.
„იუვენტუსში“ მსგავსი დადებითი სერია სხვას არავის ჰქონია. თუ პორტუგალიელი მომდევნო ტურშიც გაიტანს, ტრეზეგეს რეკორდს საბოლოოდ დაამხობს. გარდა ამისა, უახლოვდება სერია A-ს რეკორდსაც.
გაბრიელ ბატისტუტამ და ფაბიო კვალიარელამ მიჯრით 11-11 შეხვედრაში შეძლეს გატანა და ეს იტალიის ჩემპიონატის რეკორდია. იქამდე რონალდუს 2 თამაშში გატანა აკლია.
და კიდევ – „რეალში“ კრიშტიანუს საუკეთესო სერია ზედიზედ 10 შეხვედრაში გოლი იყო. აქამდეც, ერთი თამაში და 1 გოლი აშორებს. 2020 წელს რონალდუს მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია და სერია A-ბომბარდირთა დავაში 19 გოლით მეორე ადგილზეა.
პორტუგალიელმა სერია A-ში 50 თამაშში 40 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ყველა ტურნირის ჩათვლით კი, შავ-თეთრი მაისურით 50 გოლი აქვს გატანილი.