მთავარი / სიახლეები / სერია A / გამარჯვება “ფიორენტინასთან” და რონალდუს მორიგი დუბლი

გამარჯვება “ფიორენტინასთან” და რონალდუს მორიგი დუბლი

ტურინის „იუვენტუსმა“ „ნაპოლისთან“ წაგების შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხა და ფლორენციის „ფიორენტინა“ 22-ე ტურში ადვილად დაამარცხა – 3:0.

მიუხედავად ანგარიშისა, ტურინელებს ნერვიულობის გარეშე არ მოუგიათ და საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე გარვეული არც არაფერი ყოფილა.

მე-40 წუთზე ანგარიში პენალტით კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომელიც საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დაინიშნა. მე-80 წუთზე უკვე როდრიგო ბენტანკურის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა პორტუგალიელმა და დუბლი შეასრულა. სერია A-ში კრიშტიანუმ ზედიზედ მეცხრე მატჩში გაიტანა და დავიდ ტრეზეგეს შედეგი გაიმეორა.

შეხვედრას კი წერტილი მსაჯის კომპენსირებულ დროში მატიას დე ლიხტმა დაუსვა, რომელმაც „იუვენტუსის“ მაისურით მეორე გოლი გაიტანა.

„იუვემ“ 54 ქულა დააგროვა და კვლავ ლიდერია, ხოლო მომდევნო ტურში სტუმრად „ვერონას“ შეხვდება.

„იუვენტუსი“ – „ფიორენტინა“ 3:0 (1:0)

ტურინი „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, რაბიო (მატუიდი 88); დუგლას კოშტა (ბერნარდესკი 83), იგუაინი (დიბალა 67), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ფიორენტინა“ (3-5-2): დრაგოვსკი; ჩეკერინი, პეცელა, იგორი; ლიროლა (აგუდელო 89), ბენასი, პულგარი, გეძალი (ვლაჰოვიჩი 61), დალბერტო; კიეზა, კუტრონე (სოტილი 73)

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

გოლები: 1:0 რონალდუ (40, პენ), 2:0 რონალდუ (80, პენ), 3:0 დე ლიხტი (90)

გაფრთხილება: ბონუჩი (35) – კიეზა (33), პეცელა (39), გეძალი (50), ჩეკერინი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (8) – 7 (5) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 10:5 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …