მთავარი / სიახლეები / იუვენტუსი ვან დეიკის შესაძენად 150 მილიონ ფუნტს გამოყოფს
იუვენტუსი ვან დეიკის შესაძენად 150 მილიონ ფუნტს გამოყოფს

იუვენტუსი ვან დეიკის შესაძენად 150 მილიონ ფუნტს გამოყოფს

ბრიტანული პრესა შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერზე. იუვენტუსი დაინტერესებულია ლივერპულის მცველით.

ბებერი ქალბატონი მზად არის გრანდიოზული ტრანსფერისათვის. ტურინელები თანახმა არიან, გამოყონ 150 მილიონი ფუნტი ჰოლანდიელის შესაძენად. წყაროს ინფორმაციით ვან დეიკი ინგლისის პრემიერლიგაში გამარჯვების შემდეგ განიხილავს ასეთ ვარიანტს, რადგან უკვე მოიპოვა ყველა მნიშვნელოვანი ტიტული ლივერპულში.

იუვენტუსი ვან დეიკის გამო სხვა შესყიდვებზე უარის თქმას გეგმავს. შესაძლებელია, რომ ტურინელებმა მხოლოდ მისი ტრანსფერი განახორციელონ.

2019 წელს ვან დეიკი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების სიაში მეორე ადგილზე გავიდა, ლიონელ მესის შემდეგ. ლივერპულმა ის საუთჰემპტონიდან შეისყიდა 75 მილიონი ფუნტად.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …