ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ გუნდიდან წასული ემრე ჯანის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, გერმანელის სათამაშო თვისებები „იუვეს“ სტილში არ ჯდებოდა.
„ემრე ჯანი? მას არ გააჩნია წელს ჩვენი თამაშისთვის შესაბამისი თვისებები, მაგრამ ცხადია დიდ და ევროპული დონის ფეხბურთელად რჩება. შარშან მან ჩვენთან კარგი სეზონი ჩაატარა“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „დორტმუნდში“ გადავიდა და ზაფხულში გერმენელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.