მაურიციო სარიმ „ფიორენტინასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, პაულო დიბალას თადარიგში დატოვება მისთვის სიმწარესთან ასოცირდება.
„რონალდუ კარგად მუშაობს და ფიზიკურადაც კარგადაა. დუგლას კოშტა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მეტოქეს ძალიან ადვილად ატყუებს. ჩვენი მიზანია მაღალი რიტმი და მაქსიმალურად უწყვეტად ამის გაკეთებას. თუმცა, ეს ადვილი არაა.
ჩვენ შეტევაში ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს, ბევრი არჩევანი არსებობს და ადვილი არაა ყველას ერთად თამაში. სიღრმიდან შეტევისთვის დუგლასის დაყენება ვამჯობინე. დიბალას თადარგიში დატოვება კი, ჩემთვის ყოველთვის თავსატეხი და მკრეხელობაა, საწოლში ამის გამო გამწარებული ვწვები“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 54 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში „ვერონას“ სტუმრად შეხვდება.