მაურიციო სარიმ კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა, ზედიზედ მეორე მატჩში და ეს პორტუგალიელის ტურინულ კარიერაში პირველად მოხდა.
კრიშტიანუმ კი სარის გადაწყვეტილება ცუდად მიიღო. სანამ მოედანს დატოვებდა სათადარიგო სკამის მიმართულებით რაღაც ჩაილაპარაკა. შემდეგ კი პირდაპირ გასახდელში შევიდა იმის ნაცვლად, რომ საათადარიგო სკამზე დამჯდარიყო.
იტალიური მედია იმასაც იტყობინება, რომ პორტუგალიელმა საერთოდ სტადიონი დატოვა მანამ, სანამ თამაში დასრულდებოდა.
შეგახსენებთ, რომ სარიმ რონალდუ „ლოკომოტივთან“ დაპირისპირებაშიც შეცვალა.