მთავარი / სიახლეები / კაპელო რონალდუს: “თუ ჩემპიონი ხარ, თანაგუნდელებს პატივს უნდა სცემდე”

კაპელო რონალდუს: “თუ ჩემპიონი ხარ, თანაგუნდელებს პატივს უნდა სცემდე”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. მისი თქით, პორტუგალიელის საქციელი ლამაზი არ ყოფილა და მას თანაგუნდელებისადმი მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა.

„რონალდუს სამი წელია მეტოქე არ მოუტყუებია. ეს სიმართლეა. დიბალას და დუგლას კოშტას კი ამის გაკეთება შეუძლიათ. ესპანეთი რონალდუ მახსოვს, როგორც საჯარიმოში მკვლელი.

შეცვლაზე რეაქცია? რაც მან გააკეთა მოსაწონი არაა. ჩემპიონად უნდა დარჩე მაშინაც, როდესაც გცვლიან. მე მატჩის ბოლოს გავესაუბრებოდი თანაგუნდელების პატივისცემის გამო.

თუ ჩემპიონი ხარ, თანაგუნდელებს პატივი უნდა სცე. გცვლიან, რადგან თამაშის მოგება სურთ. სათადარიგო სკამზე არ დაჯდომა და სარისთვის რაღაცების თქმა ლამაზი ჟესტი არაა. ამ მომენტში ის კარგად ვერ თამაშობს, ხოლო დიბალა კარგ ფორმაშია. ცხადია, რონალდუ ნამდვილი ჩემპიონია და ეს საეჭვო არაა, მაგრამ ფორმა უნდა აღიდგინოს. ვიმეორებ, ვეტყოდი, რომ თანაგუნდელებს პატივი სცეს“, – აღნიშნა კაპელომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …