ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „მილანთან“ მატჩის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა. მან გონსალო იგუაინისა და ხუან კუადრადოს შესახებ ისაუბრა.
„იგუაინი ძალიან კარგად თამაშობს. ის ყოველთვის იყო მსოფლიოს სამ საუკეთესო ცენტფორვარდს შორის. ძალიან კმაყოფილი ვართ მისით და მისი თამაშით. გადასარევია ადამიანია, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია. ბედნიერები ვართ, რომ კარგ ფორმაში ვხედავთ. მასთან გასულ ზაფხულს ბევრს ვსაუბრობდით და ყოველთვის სურდა აქ დარჩენა.
კუადრადო? კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოს ვართ“, – თქვა პარატიჩიმ.