ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩი „მილანს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში იმარჯვა.
„იუვეს“ თამაში ისევ არ ყოფილა მომხიბვლელი და კვლავ გაუჭირდა სამი ქულის მოპოვება, მაგრამ მოიპოვა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და ფედერიკო ბერნარდესკის ერთი სახიფათო დარტყმის გარდა, მასპინძლები სტუმრებს არ დამუქრებიან. საპასუხოდ, „მილანის“ დიდად ვერაფერს ახერხებდა შეტევაში.
თუმცა, მეორე ნახევარში „მილანმა“ სახიფათოდ რამდენჯერმე შეუტია და ვოიცეხ შჩესნი მოწოდების სიმაღლეზე იყო. „იუვენტუსის“ რიგებში კი ყველაზე რეალური მომენტები ბლეზ მატუიდის ორჯერ ჰქონდა, მაგრამ კარს ორჯერვე ააცილა.
55-ე წუთზე მაურიციო სარიმ თამაშიდან კრიშტიანუ რონალდუ მოხსნა, რომელმაც ეს მაინცდამაინც კარგად არ მიიღო და სტადიონი თვითნებურად თამაშის დასრულებამდე დატოვა. მის ნაცვლად თამაშში ჩართულმა პაულო დიბალამ კი „იუვეს“ მოაგებინა. „ლა ჯოიამ“ გონსალო იგუაინთან კარგი კომბინაცია გაითამაშა და შეტევაც მოხდენილი დარტყმით დააგვირგვინა.
საბოლოოდ, „იუვენტუსმა“ 1:0 მოიგო, 32 ქულა დააგროვა და ერთი დღით დაკარგული პირველი ადგილი დაიბრუნა.
„იუვენტუსი“ – „მილანი“ 1:0 (0:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-1-2): შჩესნი; კყადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი (რაბიო 70); ბერნარდესკი (დუგლას კოშტა 61); იგუაინი, რონალდუ (დიბალა 55)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
„მილანი“ (4-3-3): დონარუმა; კონტი, დუარტე, რომანიოლი, ტეო ერნანდესი; პაკეტა (რებიჩი 85), ბენასერი, კრუნიჩი (ბონავენტურა 61); სუსო, პიონტეკი (ლეაო 66), ჩალჰანოღლუ
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლი: 1:0 დიბალა (77)
გაფრთხილება: კუადრადო (56) – კრუნიჩი (40), ბენასერი (45), ტეო ერნანდესი (89), ჩალჰანოღლუ (90), სუსო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 10 (7) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 4:0
მსაჯი: ფაბიო მარესკა