კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. როგორც ტურინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
რონალდუს გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ტერფის დაზიანება გამორიცხა. თუ კვირამდე ტკივილები არ აღენიშნება „ნაპოლისთან“ შეხვედრაში თამაშსაც მოახერხებს. თუმცა, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა, რადგან მასიმილიანო ალეგრის რისკზე წასვლა რა თქმა უნდა, არ უნდა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა კვირას, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.