მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ნაპოლი” უნდა დავარცხოთ და სკუდეტოს ინტრიგა გავაქროთ”

კიელინი: “ნაპოლი” უნდა დავარცხოთ და სკუდეტოს ინტრიგა გავაქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ Sky Sport-ს „ნაპოლისთან“ მატჩის წინ ინტერვიუ მისცა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ძირითადად სწორედ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

კიელინის განცხადებით, „იუვემ“ ნეაპოლში უნდა გაიმარჯოს და სკუდეტოსთვის ბრძოლა საბოლოოდ დაასრულოს.

„ნაპოლისთან“ მატჩი

„ნეაპოლში გვინდა ჩემი სიმაღლე დავამტკიცოთ, უნდა გავიმარჯოთ და ჩემპიონატის ინტრიგა საბოლოოდ დავხუროთ. ცხადია, რომ სამი ქულა სკუდეტოს საკითხს აუცილებლად მოაგვარებს. არ მეგონა, რომ ამ შეხვედრას 13-ქულიანი უპირატესობით შევხდებოდით, რაც ჩვენი დამსახურება უფროა, ვიდრე მეტოქის ცუდი გამოსვლის. „სან პაოლოზე“ მე მხოლოდ ორჯერ გავიმარჯვე, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი გოლიც მაქვს გატანილი. 2013 წელს, როდესაც სამთვიანი ტრავმის შემდეგ დავბრუნდი. მნიშვნელოვანი იყო შარშანდელი მატჩი, როდესაც ბევრი ჩვენი დასაფლავებისთვის ემზადებოდა“.

BBC სწორედ ნეაპოლში, 2011 წლის მატჩში დაიბადა და პირველად ითამაშა „იუვემ“ სამი ცენტრლაური მცველით (ბარძალი, ბონუჩი, კიელინი)

„მრავალი წლის განმავლობაშ ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი თვისებები, რაც დამატებით ღირებულებას გვანიჭებს. ბედნიერი ვარ, რომ ანდრეა საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა და სეზონის ბოლო ნაწილში ხელმისაწვდომი იქნება. ბოლო წლებში მის მსგავსი ცოტა თუ მინახავს“.

მარეკ ჰამშიკის გარეშე

„ჩემსავით ერთი მაისურით მრავალი წელი გაატარა. მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იანვარში ამას არ ველოდებოდი. ყველა შემთხვევაში, სეზონის შუაში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად გამბედაობა საჭიროა“.

კარლო ანჩელოტი

„ის არის მწვრთნელი, რომელსაც ყოველთვის ვაფასებდი, როგორც მწვრთნელს და როგორც ადამიანს. მან მოახერხა, ყველასთვის ეგრძნობინება გუნდში, რომ მნიშვნელოვანია“.

ლორენცო ინსინიე

„ლორენცო ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი გუნდისთვის, საერთაშორისო დონეზეც. იტალიის ნაკრების მომავალი სწორედ მას, მარკო ვერატის და ასეთ ხალხს უკავშირდება“.

„ატლეტიკოსთან“ საპასუხო მატჩი

„ჩვენთვის ეს არ უნდა იყოს შეპყრობა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ თამაშიდან თამაშამდე“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …