ინგლისური „მანჩესტერი“ ზაფხულში ტურინის „იუვენტუსის“ მცველის, ჟოაუ კანსელუს შეძენას გეგმავს. Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, „წითელ ეშმაკებს“ პორტუგალიელი ანტონიო ვალენსიას შემცვლელად ესახებთ. ფინანსური დეტალები და „იუვეს“ პოზიცია კი ჯერჯერობით უცნობია.
კანსელუ „იუვენტუსმა“ გასულ ზაფხულს დაიმატა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მასიმილიანო ალეგრი მატია დე შილიოს ამჯობინებს და კანსელუ სათადარიგო სკამზე ხშირად რჩება.
პორტუგალიელ ფეხბურთელს „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი