„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „იუვენტუსიდან“ ალექს სანდროს გადაბირებას ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად „წითელ ეშმაკებში“ ბრაზილიელი მცველის გადასვლას მეტ რეალობას ის ფაქტიც სძენს, რომ „ბებერი ქალბატონი“ მადრიდის „რეალიდან“ მარსელოს დამატებას გეგმავს.
აქვე გეტყვით, რომ 28 წლის მცველმა მიმდინარე სეზონში ტურინული გრანდის რიგებში 31 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.