მთავარი / სიახლეები / ამორუზო: “იუვეს” უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ”

ამორუზო: “იუვეს” უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი ნიკოლა ამორუზო იტალიურ მედიასთან ტურინული გრანდის შესახებ საუბრობს. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, მისთვის გაუგებარია ის კრიტიკა, რომელიც ბოლო დროს „ბებერ სინიორას“ თავს დაატყდა.

„ნორმალურია, რომ „იუვენტუსისგან“ დიდ შედეგებს ელიან, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერმა კი ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი გაზარდა. „იუვე“ ჯერ კიდევ არ გამოვარდნილა ამ ტურნირიდან და მეორე თამაშში განსხვავებულ „იუვენტუსს“ ვნახავთ. გაოცებული ვარ ამ კრიტიკით იმის ფონზე, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას ჯერ კიდევ აგრძელებს. გავიხსენოთ, რა გააკეთა „იუვემ“ შარშან „რეალის“ წინააღმდეგ.

ვფიქრობ, კრიშტიანუმ უნდა დაისვენოს, რადგან სერია A-ს ინტრიგა აღარ არსებობს. საჭიროა „ატლეტიკოსთან“ საუკეთესო რონალდუ.

„ნაპოლისთან“ მატჩი? „ნაპოლის“ დასაკარგი არაფერი აქვს, მაგრამ „იუვეც“ სათანადადო უპასუხებს. თუ კრიშტიანუს ამ თამაშში მონაწილეობა სურს, დარწმუნებული ვარ ითამაშებს. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანა ყოველთვის უნდა“, – განაცხადა ამორუზომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვე“ „ნაპოლის“ 3 მარტს ეწვევა. ამ შეხვედრაში რონალდუს მონაწილეობა საეჭვო იყო, თუმცა პორტუგალიელის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ნეაპოლში მოედანზე იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …