მთავარი / სიახლეები / შესაძლოა, კონტე დაბრუნდეს

შესაძლოა, კონტე დაბრუნდეს

ტურინის „იუვენტუსში“ მასიმილიანო ალეგრის შესაძლო მემკვიდრის შესახებ ძალიან ბევრი იწერება. როგორც Corriere Dello Sport-ი იტყობინება, არაა გამორიცხული ზაფხულში ანტონიო კონტე დაუბრუნდეს.

ეს გარკვეულწილად სენსაციური ამბავი იქნება მას მერე, რაც კონტემ 2014 წელს მთავარი მწვრთნელის პოსტი სკანდალურად დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ანდრეა ანიელის მთავარი კანდიდატი ზინედინ ზიდანია, რომელიც ამ დრომდე რჩება ალეგრის შესაძლო მემკვიდრეთა შორის ფავორიტად, მაგრამ ფაბიო პარატიჩი ფსონს კონტეზე და პეპ გვარდიოლაზე ჩამოდის.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „იუვენტუსში“ 2011-2014 წლებში მუშაობდა. მანამდე, 1993-2004 წლებში კი, ფეხბურთელის რანგში იცავდა „ბებერი სინიორას“ ღირსებას.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …