ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ზბიგნევ ბონიეკი იტალიურ მედიასთან „ნაპოლისა“ და „იუვეს“ მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს.
პოლონელის განცხადებით, „იუვე“ იტალიაში სხვა გუნდებისგან მენტალიტეტით და ამბიციურობით გამოირჩევა.
„კარლოს კარგად ვიცნობ და ჩემთვის მისი ფეხბურთი ძალიან ლამაზია, თუმცა მუდმივობა აკლია. „ნაპოლის“ მეტი შეუძლია, მაგრამ ეს ადვილი არაა. „იუვენტუსი“ იტალიაში საუკეთესოა, ის სხვა გუნდებისგან ყოველ წელს მენტალიტეტის, გამარჯვების სურვილითა და ამბიციურობით გამოირჩევა“, – თქვა ბონიეკმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 3 მარტს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.