ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი ამბობს, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგაზე გულშემატკივრობს. მისი განცხადებით, ბოლო წლებში იტალიური ფეხბურთის პრესტიჟის დაცვას ევროპაში მხოლოდ ტურინული გუნდი ახერხებს.
„იუვენტუსს“ მადლობა უნდა ვუთხრათ, რადგან ბოლო წლებში ჩვენი ფეხბურთი მაღალ დონეზე მხოლოდ მისი დამსახურებითაა. თუ „იუვე“ ევროპაში არ იქნებოდა ამ წლებში რა გავაკეთეთ? – ცოტა ან საერთოდ არაფერი. შესაბამისად, მადლობა „იუვე“. „იუვენტუსს“ ევროპაში მხურვალედ ვქომაგობ, რადგან ჩემპიონთა ლიგას თუ მოიგებს, ეს მთლიანად ჩვენი ფეხბურთისთვის ოქროს თასი იქნება“, – განაცხადა საკიმ.