მთავარი / სიახლეები / დინო ძოფი: “იუვე” მეოთხედფინალში გავა”

დინო ძოფი: “იუვე” მეოთხედფინალში გავა”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა დინო ძოფი დღეს იუბილარია. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონს 77 წელი შეუსრულდა.

ძოფმა Corriere di Torino-სთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ალეგრის უსამართლოდ არიტიკებენ. გარდა ამისა, ძოფი დარწმუნებულია, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავა.

„ატლეტიკო“ – „იუვე“ – „არმოგნია, რომ ფისქოლოგიურ პრობლემებთან გვაქვს საქმე. „იუვე“ ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებოდა ასეთ თამაშებში და მათ შორის, მენტალურად. უბრალოდ, გუნდი საუკეთესო ფორმაში არაა და „ბოლონიასთანაც“ პრობლემები შეექმნა. თუმცა, ეს საგანგაშო არაა, მხოლოდ დროის საკითხია“.

ალეგრი – „ჩემი აზრით, არ შეიძლება იმ მწვრთნელის კრიტიკა, რომელმაც ბოლო წლებში საოცარ შედეგებს მიაღწია. რამდენიმე წლის განმავლობაში ზედიზედ გამარჯვება ურთულესია და მწვრთნელის ხელი ფუნდამენტურია მაშინაც კი თუ კარგი ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა გყავს“.

ჩემპიონთა ლიგა – „ჩემპიონატში უკონკურენტობამ ევროპაში ნეგატიურად იმოქმედა? არმგონია. ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ გამოსვლა სერია A-ზე დამოკიდებული არაა. ვფიქრობ, „ბიანკონერი“ „ატლეტიკოს“ დაამარცხებს და შემდეგ ეტაპზე გავა“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …