ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სოციალურ ქსელებში პირადი გვერდი გააუქმა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, დილიდან როგორც ინსტაგრამში, ისე ტვიტერში ალეგრის გვერდი აღარ იძებნება.
სავარაუდოდ, ამის მიზეზი მის მიმართ გახშირებული კრიტიკული კომენტარები უნდა იყოს. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ, ალეგრის „ატლეტიკოსთან“ საპასუხო მატჩისთვის მშვიდად მომზადება სურს და გულშემატკივართა შეურაცხმყოფელი კომენტარები ამის საშულებას ნაკლებად აძლევდა.